21, ოქტომბერი 2019 18:10:00
გლდანში, ერთ-ერთ სამორინეში გაზის გაჟონვის შედეგად ხუთი ადამიანი მოიწამლა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
არსებული ინფორმაციით, ბუნებრივმა აირმა სამონირეს გარეთ, ქუჩაში გაჟონა, შენობაში კი სავენტილაციო სისტემით მოხვდა. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.