11, ნოემბერი 2019 21:10:00
ცხოვრება მეწყერსაშიშ ზონაში, რისკის ფასად. ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ აჭყვისთავში მესხიძეები და ხახუტაიშვილები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ელოდებიან. მოქალაქეების საცხოვრებელ სახლებთან მიწის მასა ჩამოიშალა. იმის გამო, რომ სახლში დარჩენის ეშინიათ, ღამეს მეზობლებთან ათევენ. გაუწევს თუ არა დახმარებას ქობულეთის მერია უკიდურესად გაჭირვებულებს?
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში მცხოვრები მესხიძეების საცხოვრებელ სახლთან მეწყერი 10 დღის წინ ჩამოწვა. დაზარალებული ოჯახის წევრი გვიყვება, რომ მიწის მასამ სახლთან მისასვლელი გზა ჩაკეტა. ამირან მესხიძის თქმით, როგორც ავტომობილით, ისე ფეხით გადაადგილება უჭირს.
იგივე მდგომარეობაა ხახუტაიშვილების ოჯახში, სადაც მეწყერი სახლის საძირკველთან განვითარდა. ტერიტორიაზე ცხოვრება საფრთხის შემცველია, ამიტომაც ოჯახის წევრები ღამეს მეზობელთან ათევენ.
რა სახის დახმარება გაეწევათ დაზარალებული ოჯახის წევრებს? ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში განმარტავენ, რომ პრობლემის მოგვარების გზებს, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, შესაბამისი კომისია განიხილავს.
ხახუტაიშვილების ოჯახის წევრები ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ქირით გაიყვანა. როდის შეძლებენ ისინი საკუთარ სახლში დაბრუნებს, ჯერ ჯერობით უცნობია