14, აგვისტო 2020 21:48:00
აჭარის მთავრობის თავჯდომარის მორიგი თავდასხვა მესამე სექტორის წარმომადგენლებზე. თორნიკე რიჟვაძე ავტორიტეტულ ორგანიზაციას კანტორას უწოდებს. საქმე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ჩატარებულ კვლევას ეხება, რომლის მიხედვითაც გამოიკვეთა, რომ პირობების შეუსრულებლობისა და პირგასამტეხლოს გადაუხდელობის გამო, 7 კომპანიასთან მოიშალა ხელშეკრულებები. შ ესაბამის ბრძანებებში მითითებულია, რომ ყველა მათგანს ხელშეკრულების გაწყვეტამდე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადაუვადდა, თუმცა კომპანიებმა და ფიზიკურმა პირებმა ვერც შეცვლილი პირობებით შეძლეს ინვესტიციის განხორციელება, რაც საბოლოოდ, მათთან დადებული შეთანხმებების გაუქმების მიზეზი გახდა.
აჭარის მთავრობის თაჯდომარემ ასეთი შეფასება იმ ორგანიზაციის კვლევავა კომენტირებისას გააკეთა, რომლის თანახმადაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ არ გადახედა ხელშეკრულებას TCF Georgia-სთან, რომელიც ციტრუსის საწარმოს ამუშავებასთან და 3 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს წლებია არ ასრულებდა. გარდა ამისა, კვლევაში წერია, რომ ინვესტორთა შორის თანაბრობის პრინციპის დაცვის პრობლემაა.
რა და როგორ გაყიდა აჭარის მთავრობამ ავტონომიის ქონებიდან 2019 წელს? ორგანიზაციამ პირობიანი და უპირობო აუქციონით გასხვისებული ქონების მესაკუთრეები, პრივატიზაციის საფასური და ინვესტიციების მოცულობა შეისწავლა. კვლევაში საუბარია ბათუმის და ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატებზე, ფატი ხალვაშსა და კობა ნაკაიძეზე, რომლებმაც 2016 წელს მთავრობისგან უზურფუქტით უძრავი ქონება მიიღეს. მაჟორიტარებმა შშმ პირთათვის დღის ცენტრი ამ დრომდე ვერ გახსნეს, რითაც პირობა არ შესრულდა.
მესამე სექტორის კვლევას ხელისფულების ოპონენტებიც აფასებენ. „ერთიან ნაციონალურ მოძროაბაში“ ამბობენ, რომ სახელმწიფო უწყებები კორუფციაშია ჩაფულული და ეს მონიტორების შესწავლის შედეგადაც დადასტურდა.
„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ აუქციონის გამოცხადებისას მეტი საგარანტიო პირობები უნდა განსაზღვროს, რათა პროცესი გამჭვირვალე იყოს.
მესაქმე სექტორი აჭარის მთავრობას მოუწოდებს, საჯარო ინფორმაციის გაცემისას, იხელმძღვაელოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებით. შეიქმნას ყველა ინვესტორისთვის თანაბარი პირობები, რაც ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს.