19, დეკემბერი 2017 14:07:00
საქსტატის პირველადი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის მესამე კვარტალში 594.5 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. მონაცემები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17.6 პროცენტით მეტია. უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი აზერბაიჯანია, მეორე ადგილზე თურქეთია, ხოლო მესამე ადგილზე გაერთიანებული სამეფო. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა, მეორე და მესამე ადგილზე კი მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებია. პირველ -მესამე კვარტალში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამურად 1 346.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.9 პროცენტით მეტია.