16, ივნისი 2018 20:55:00
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის წევრები ოზურგეთში, 15 ივნისს მომხდარ ინცინდენტს გამოეხმაურნენ , როცა ოზურგეთის საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან ბესო ქათამაძემ, კოლეგა ქართული ოცნებიდან ტარიელ აროშიძე თავდასხმასა და ცემაში დაადანაშაულა. ოპოზიციის წევრის მტკიცებით, ხელისუფლების მიერ იმართება ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებები, რომელთა წევრებიც, დასაქმებულები არიან საჯარო სამსახურში და თავს ესხმიან საკრებულოს დეპუტატებს, ძალოვანი სტრუქტურები კი მომხდარზე რეაგირებას არ ახდენენ. პარტიის წევრებმა დღეს , მიმდინარე წლის 30 აპრილს ციხისძირში მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრეს. მათი თქმით პოლიციელების თანდასწრებით ქობულეთის საკრებულოს წევრი ვაჟა შავიშვილი და მისი ძმა თენგიზ შავიშვილი თავს დაესხნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს და ფიზიკური შეურაწყოფა მიაყენეს.