02, ოქტომბერი 2018 14:07:00
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე თორნიკე კუჭავა დაინიშნა. როგორც კუჭავა ამბობს, სამინისტროში მუშაობას ინვესტიციების კუთხით აპირებს. ახლადდანიშნულ კადრს უკვე აქვს სამოქმედო გეგმა და რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივასაც გეგმავს. იგი 2018 წლის აგვისტოდან აჭარის ეკონომიკური განვითარების საბჭოს წევრია. 2017-18 წლებში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფინანსური დირექტორი იყო. ნამუშევარი აქვს საჯარო სტრუქტურაშიც. კერძოდ 2011-13 წლებში შემოსავლების სამსახურში აუდიტის დეპარტამენტში მუშაობდა. ასევე 2013 წლიდან დღემდე საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა.