22, ნოემბერი 2019 17:38:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს დღეიდან გიორგი კოხრეიძე უხელმძღვანელებს. მან გამარჯვება მრჩეველთა საბჭოს წევრების 3 ხმით მოიპოვა. დირექტორობისთვის ამ ეტაპზე 9 კანდიდატი იბრძოდა. წინა ბორდის პირობებში დირექტორის არჩევნები სამჯერ ჩაიშალა. პოსტი ვაკანტური ნათია კაპანაძის ვადაზე ადრე გათავისუფლების შემდეგ გახდა. მას უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტი მოუწყო.