10, ივლისი 2020 21:15:00
დაკეტილი კაზინოები, შეჩერებული მუშაობა და თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში. კორონავირუსის უარყოფითი გავლენა აზარტულ დაწესებულებებზე. მიუხედაბად იმისა, რომ პანდემიის დროს შეჩერებული ობიექტები ნელ ნელა იხსნება, სამორინეებს მომავალი კვლავ უპროგნოზოა. რა ბედი ელით ადამიანებს, ვისსთვისაც გასართობი ბიზნესი შემოსავლის წყარო იყო? 9-ის ნახევარზე გიამბობთ.
კორონავირუსის პანდემიის მიზეზით გაჩერებული ობიექტები, ეტაპობრივად, თუმცა ერთი მეორის მიყოლებით უკვე ერთი თვეა იხსნება. შეზღუდვების მოხსნის შედეგად, მუშაობა განაახლეს სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრებმა, მაღაზიებმა, ბაზრობებმა და სხვა, თუმცა შეღავათი ჯერ ვერ იგრძნეს კაზონოებმა და სხვა აზარტულმა დაწესებულებებმა.
იმის გამო, რომ აზარტულ დაწესებულებებში თავშეყრა, ჯერ კიდევ ითვლება პანდემიის გავრცელების რისკად, უკვე მეხუთე თვეა შემოსავლის გარეშე ცხოვრობს ........... როგორც იგი ამბობს, ყველაზე ცუდი, რაც ამ ეტაპზე ხდება, არის ის, რომ, არ იცის, როდემდე მოუწევს სახლში ჯდომა. პოსტპანდემიურ პერიოდში უჭირს ახალი სამსახურის შოვნაც. ..... ვერც ერთჯერადი, სახელმწიფო დახმარება მიიღო.
კაზინო „პრინცესა“- ერთ-ერთია, რომელიც საქმიანობის განახლებას ელოდება, თუმცა ამბობენ, რომ ამ ეტაპზე საორიენტაციო თარიღის შესახებაც კი არ აქვთ ინფორმაცია. თამარ ... ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსგან, არც წინასწარი რეკომენდაციები მიუღიათ, თუ რა პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ შეზღუდვის მოხსნის შემდგომ.
კაზინო და სხვა აზარტული გასართობი ცენტრები, სხვა ობიექტებთან ერთად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, მიმდინარე წლის 15 მარტს დაიკეტა.