05, აგვისტო 2020 21:20:00
ტრენინგი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. „გაყიდვები და დისტრიბუციის არხები“,“ფინანსების მართვა“- აჭარაში მოქმედი 50 ბიზნესოპერატორი 2დღის განმავლობაში ამ საკითხებს გაეცნო. სასწავლო კურსი ბათუმის შემდეგ საქართველოს სხვა ქალაქებშიც ჩატარდება. მასში პროექტის „აწარმოე საქართეველოში“ ბენეფიციარებიც ჩაერთვებიან. ისინი მიიღებენ ინფორმაციას კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ, ასევე გაეცნობიან საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ.