02, ივნისი 2021 21:45:00
ერთწლიანი შეზღუდვის შემდეგ, ქვეყანაში, სახმელეთო საზღვრები ოფიციალურად უკვე გაიხსნა. გამოჩდნენ უცხოელი ვიზიტორებიც. ტურიზმის სექტორში დასაქმებულებს მიაჩნიათ, რომ რეგულაციების შემსუბუქება ტურისტების მოზიდვას ხელს შეუწყობს. ამის პარალელურად კი, ყურადღებას, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების დასტაბილურებაზე ამახვილებენ. ამავეს ამბობენ ეპიდემიოლოგებიც. შეუქმნიან თუ არა უსაფრთხო გარემოს, დამთავლიერებლებს, პასუხისმგებელი ორგანოები და რამდენად იქნება შესაძლებელი, პანდემიის მართვა?
რაიხან ასკარკიზი ერთ-ერთი ტურისტია, რომელიც სახმელეთო საზღვრის გახსნის შემდეგ, საქართველოს ესტუმრა. იგი ყაზახეთიდანაა. ამბობს, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა არა, თუმცა, მგზავრობამდე, PCR ტესტი ჩაიტარა. ამბობს, რომ პანდემიის მიუხედავად, ბათუმში, დასვენებისას თავს უსაფრთხოდ გრძნობს. სურს, ქვეყნის სხვადასხვა კურორტებიც დაათვალიეროს. 5 დღით ჩამოსულ ვიზიტორს, ამაში ხელს, კომენდანტის საათი უშლის.
სახმელეთო საზღვრების გახსნის დადებითობაზე საუბრობენ სასტუმროებშიც. დრიმ თაუერის ადმინისტრატორი ამბობს, რომ უცხოელი ტურისტების, ჯავშნები მომრავლდა. ამბობენ იმასაც, რომ წინასწარი დაჯავშისას ბევრი ვიზიტორი, ჩამოსვლაზე თავს კომენდანტის საათის გამო იკავებს. აქ ამბობენ, რომ თუკი სეზონის ოფიციალური გახსნის შემდეგ რეგულაციები კიდევ უფრო შემსუბუქდება, ეს ქვეყნის ეკონომიკაზეც დადებითად აისახება.
კოვიდრეგულაციები საგრძნობლად შემცირდა, ქვეყანა, ვიზიტორების დიდ ნაკადს ელდოება. ამ ფონზე რამდენად იქნება შესაძლებელი, პანდემიის მართვა? ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ქვეყანის განვითარებისთვის, ვირუსთან ერთად ცხოვრების სწავლა აუცილებელია.
ტურისტული სეზონი, ნაყოფიერი და უსაფრთხო რომ იყოს, ტურიზმის დეპარტამენტი ამისათვის მზაობას აცხადებს. ამბობენ, რომ კვების ობიექტებსა და ტურისტულ ატრაქციებზე ვირუსის საწიინააღმდეგო ღონისძიებები გაძლიერდება. უწყებაში წელს მთავარი აქცენტი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ამ მიზნით, ისინი სხვადასხვა ქვეყნებში, სარეკლამო კამპანიების წარმოებას აპირებენ.
სახმელეთო საზღვრები, გუშინ, 1 ივნისს გაიხსნა. წინა წლების სტატისტიკით, ვიზიტორტა საერთო რაოდენობის 70 პროცენტი სწორედ სახმელეთო საზღვრებით შემოდიოდა. ამ ფონზე კი, ტურიზმის სექტორში მიიჩნევენ, რომ წელს ქვეყანა, შემოსული სტუმრებით, პანდემიამდე არსებული ნიშნულის 30 პროცენტს მიაღწევს.