12, მაისი 2018 20:50:00
ბათუმი ბერძნულ- რომაულ ჭიდაობაში მუხრან ვახტანგაძის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. მასში ქართველ მოჭიდავეებთან ერთად, უკრაინელი, გერმანელი, პოლონელი, ბელორუსი, ირანელი, სომეხი, აზერბაიჯანელი, თურქი, უზბეკი და რუსი მოჭიდავეები მონაწილეობენ. დღეს საკუთარი ძალები 127-მა ფალავანმა 10 წონით კატეგორიაში გამოავლინა. ტურნირი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ჩვენს ქალაქში მეშვიდედ ტარდება. იგი ორდღიანია და ხვალ დასრულდება.