ახალი ამბები • 1716305981
დააკავეს პირი, რომელმაც ბზა მოჭრა და ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგი დააზიანა
სამართალი
1714548186
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ჭიათურაში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, კანონდამრღვევმა, სოფელ ხრეითის მკვიდრმა მ.კ.-მ სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგი დააზიანა მას შემდეგ, რაც შენიშნა, რომ ფოტოხაფანგმა მის მიერ ბზის უკანონო მოპოვების ფაქტი დააფიქსირა.
"საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ჭიათურის პოლიციის სამმართველოს გადაეცა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე კანონდამრღვევი დაკავებულია; მას ბზის უკანონო მოპოვებისთვის ადმინისტრაციულ ჯარიმასთან ერთად, სატყეო სააგენტოს სასარგებლოდ ფოტოხაფანგის ღირებულების - 513,33 ლარის გადახდა დაეკისრა", - წერს სააგენტო.
რა ღირს დოლარი და ევრო - განახლებული კურსი
1716273856
რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 20 მაისს
1716186744
მეტის ნახვა