NGO-ების განცხადება სამართლებრივ დახმარებაზე

სამართალი

50 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და გუშინ, 8 მაისის ღამეს, ანტირუსული აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტებს ეხმაურებიან. არასამთავრობოები ამბობენ, რომ ივანიშვილის მიერ, 29 აპრილს დაანონსებული რეპრესიები ამოქმედდა, მაგრამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას "რუსული უშიშროების სამსახურების მეთოდებით ვერაფერს დააკლებენ".

ისინი ყველა დაზარალებულს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობენ:

"ჩვენ სამართლებრივ დახმარებას ყველა დაზარალებულს გავუწევთ. აქტიურ მოქალაქეებზე მიზანმიმართული თავდასხმის თითოეულ შემთხვევას - წინა კვირებში გამართულ აქციებზე თუ ახლა - აუცილებლად ბოლომდე მივყვებით, მოვითხოვთ და უზრუნველვყოფთ დამნაშავეთა გამოვლენას.თავისუფლება ქართველი ხალხისთვის მთავარი ღირებულებაა. ამიტომ ვდგავართ და ვიდგებით საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე, რუსული მეთოდებისა და ძალადობისაგან ამ ქვეყნის დასაცავად. ამ ბრძოლას ქართველი ხალხი გამარჯვებით დაასრულებს, მოძალადეებს კი სათანადო პასუხი აუცილებლად მიეზღვებათ".

ხელს აწერენ:

 

ა(ა)იპ “ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი”ადამიანის უფლებათა ცენტრიაღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის EECMDბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრიგერგარტიდემოკრატიის ინსტიტუტიდემოკრატიის კვლევის ინსტიტუტიდემოკრატიის მცველებიევროპის ფონდიევროპულ-ქართული ინსტიტუტიეკო ცენტრიეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრითაობათა გაძლიერების ქსელი (GEN)თბილისი პრაიდიინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFIკომლიმრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი -EECMDმწვანე ალტერნატივაპარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)პლატფორმა სალამირეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC)რეფორმებისა და კვლევის ჯგუფისაბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსაზოგადოება და ბანკებისაზოგადოებრივი მოძრაობა “მწვანეები”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება -ISFEDსამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრისამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვისსამოქალაქო საზოგადოების ფონდისასამართლოს გუშაგისაფარისაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაქართველოს დემოკრატიული ინიციატივასაქართველოს ევროპული ორბიტასაქართველოს მომავლის აკადემიასაქართველოს რეფორმების ასოციაცია -GRASSსაქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)სოციალური მუშაკები საზოგადოების კეთილდღეობისთვისსოციალური სამართლიანობის ცენტრიტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტიუფლებები საქართველოქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფიყვარელის ევროკლუბიშშმ ქალთა ალიანსიცოდნის კაფეწამების მსხვერპლთს ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -GCRTGrlzWavePromote Georgia

მეტის ნახვა