როდის უნდა ისარგებლოთ სწრაფი ონლაინ სესხით?

ონლაინ სესხი

ონლაინ სესხი 5 წუთში გადაუდებელი შემთხვევისას იდეალური გამოსავალია, თუმცა იმპულსური შოპინგის დროს ერთგვარ მახედაც შეიძლება იქცეს.

წარმოიდგინეთ პროფესიონალი ხელოსანი, რომელსაც სახლში კონკრეტული სამუშაო იარაღი აქვს. ამ ხელსაწყოს შეუძლია 3 საათის საქმე 20 წუთში შეასრულოს. ის სწრაფია, ეფექტური და ძვირადღირებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ყველა შემთხვევაშია მიზანშეწონილი. ონლაინ სესხი სწორედ ასეთი საშუალებაა - საჭირო დროს ის შეუცვლელია, არასწორ სიტუაციაში კი - ზედმეტად ძვირი.

როდის არის სწრაფი სესხის აღება სწორი გადაწყვეტილება? 

ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
არის შემთხვევები, როცა ყოველი წუთი გადამწყვეტია. მაგალითად, თუ შაბათ-კვირას ბავშვს მაღალი სიცხე აქვს ან ოჯახის წევრს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, კერძო კლინიკა, როგორც წესი, თანხის წინასწარ გადახდას მოითხოვს. ასეთ დროს სწრაფი სესხის გამოყენება არა გაუაზრებელი ნაბიჯი, არამედ ერთადერთი გონივრული გამოსავალია.

ანალოგიურად საყოფაცხოვრებო კრიზისების შემთხვევაში: თუ ზამთრის ყინვაში გათბობის სისტემა უმართავია, შეკეთება დაუყოვნებლივ არის საჭირო. ეს არის „გამართლებული ვალი“ - ხარჯი, რომელიც უფრო დიდ ზიანს (მაგალითად, ჯანმრთელობის გაუარესებას ან ქონების დაზიანებას) აგარიდებთ. 

სამუშაო იარაღები და შემოსავლის წყარო
თუ გრაფიკულ დიზაინერს კომპიუტერი დაუზიანდა, პროექტი კი მეორე დღეს არის ჩასაბარებელი, სესხის აღება, ამ შემთხვევაში, ინვესტიციაა. თანხის განსაზღვრული ოდენობის შეკეთებისთვის გამოყოფა შემდგომში მას, სულ მცირე, ორმაგი ჰონორარის მიღებისა და რეპუტაციის შენარჩუნების საშუალებას მისცემს.

ანალოგიურად, კურიერისთვის დაზიანებული სკუტერი შეწყვეტილ სამუშაოს და დაკარგულ შემოსავალს ნიშნავს. თუ სესხი გეხმარებათ შემოსავლის დროულად მიღებაში ან

ფინანსური ზარალის თავიდან აცილებაში, ის გამართლებულია. ყოველი ასეთი ხარჯი ორმაგი და სამმაგი სარგებლით გიბრუნდებათ.

როდის სჯობს სესხის აღებისგან თავის შეკავება?
„ახალი iPhone-ის“ ხაფანგი
ჩვენ ყველას გვყავს ნაცნობი, რომელსაც საყვარელი ტელეფონის ახალი მოდელის გამოსვლისას მისი შეძენის სურვილი უჩნდება. თუმცა, ამ მიზნით  სწრაფი სესხის აღება ერთ-ერთი ყველაზე წამგებიანი გადაწყვეტილებაა.

მოდით, დავთვალოთ: ვთქვათ, აპირებთ, შეიძინოთ ტელეფონი 2,500 ლარად 12-თვიანი სესხით. პროცენტის გათვალისწინებით ჯამში 3,000 ლარს იხდით. ერთ წელიწადში ამ მოდელის საბაზრო ფასი შეიძლება, 1,600 ლარამდე დაეცეს. გამოდის, რომ თქვენ 3,000 ლარს იხდით ნივთში, რომელიც ვალის დაფარვის მომენტში ნახევარიც აღარ ღირს. 

ცხოვრების სტილის „გალამაზება“
„დაბადების დღეზე საკუთარ თავს საჩუქარი უნდა გავუკეთო“, „დასასვენებლად წასვლა მჭირდება“, „წვეულებისთვის ახალი კაბა მინდა“ - ეს ემოციები სრულიად მისაღებია, თუმცა სწრაფი სესხი მათთვის განკუთვნილი არ არის. კმაყოფილების ეფექტი ერთ კვირას გასტანს, ფინანსური და ფსიქოლოგიური ტვირთი კი - 6 ან 12 თვე გაგყვებათ. ყოველთვიური შენატანის გადახდისას თქვენ თანხას იმ ემოციაში იხდით, რომელიც დიდი ხნის წინ გაქრა. 

აზარტი და სპეკულაცია
აზარტული თამაშისთვის, „გასამდიდრებლად” გამოტანილი სესხი ყველაზე დიდი შეცდომაა, რაც კი ოდესმე შეგიძლიათ, დაუშვათ.  სწრაფი სესხისა და აზარტული თამაშების კომბინაცია ქმნის ჩაკეტილ წრეს, საიდანაც თავის დაღწევა ძალიან რთულია. თუ თქვენ ან თქვენი ახლობელი ასეთ მდგომარეობაში ხართ, ეს უკვე არა ფინანსური, არამედ ფსიქოლოგიური პრობლემაა და პროფესიონალურ დახმარებას საჭიროებს.

გადაუდებლობა თუ მოუთმენლობა? 
სანამ სესხის განაცხადს შეავსებთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ:
„მჭირდება თუ უბრალოდ მსურს თანხა?”

სურვილსა და საჭიროებას შორის დიდი განსხვავებაა.

გადაუდებელი სიტუაცია გულისხმობს მოცემულობას,  როდესაც დაყოვნება რეალურ ზარალს ან საფრთხეს იწვევს (ექიმი, რემონტი, სამუშაო იარაღი).
მოუთმენლობა: როცა „ახლა მინდა“ მხოლოდ სურვილია (ახალი მოწყობილობა, გართობა, შოპინგი).
სწრაფი ონლაინ სესხები შექმნილია გადაუდებელი საჭიროებებისთვის და არა მოუთმენლობის დასაკმაყოფილებლად. სურვილების დასაკმაყოფილებლად გონივრული ფინანსური გადაწყვეტილება დანაზოგის გაკეთება იქნებოდა.

თუ გადაუდებელი აუცილებლობა გიდგათ, თანხა ახლავე გჭირდებათ და რამდენიმე დღით მოცდა თქვენს ჯანმრთელობას ან კეთილდღეობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის, შეავსეთ სწრაფი ონლაინ სესხის განაცხადი და დაიმტკიცეთ სესხი ონლაინ სულ რაღაც 5 წუთში.

მეტის ნახვა