ახალი ამბები • 1756410394
პროკურატურამ არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის დაკავებულ 73 წლის მამაკაცს ბრალი წარუდგინა...
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე დაკავებულ 73 წლის მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული 3 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) და 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
1756113571




















