აჭარიდან როკფელერის ცენტრამდე — მხატვარი,რომელმაც ნიუ-იორკი აალაპარაკა

manana surmanidze

manana surmanidze

როკფელერების ცერტრმა ქართველი მხატვრის, მანანა სურმანიძე ნამუშევრები, საკუთარ გამოფენო სივრცეში გამოფინა. ის მეორე ქართველი მხატვარია, ვინც შეძლო და როკფელერების ცენტრის შესაბამისი მოთხონები დააკმაყოფილა . “ჩვენ მუზეუმში 5 ე.წ თრასთი გვყავს, სწორედ ისინი აფასებენ ნამუშევრებს და იღებენ გადაწყვეტილებას. მანანას საოცარი ნამუშევრები აქვს , მისი ნახატები ფილოსოფიურია, ესაა ხიდი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის - სწორედ ამან მიგვიზიდა ყველაზე მეტად “ - აცხადებს ბექას მეზეუმის ხელმძღვანელი შოთა ბაღათურია. მისი შეფასებით,სურმანიძის ნამუშევრები იმდენად ღრმა და დამაფიქრებელია ის მალე ბევრი კოლექციონერის ყურადღებას მიიქცევს . მანანა სურმანიძის ნახატები ძირითადად ორ შავ- თეთ ფერებში წყდება . მხატვარს ფერები იშვიათად და ისიც მინიმალისტურად შემოაქ ტილოზე. “ყველგან ვსვავდი კითხვას, რეალურად არსებობს თუ არა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე - ცხადია, ამაზე პასუხი ვერ მივიღე , სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დამეხატა ამ თემაზე და ადამიანებში ერთგვარად დისკუსია გამომეწვია, დამეფიქრებინა ნელნელა მიზანს ვაღწევ”-აცხადებს სურმანიძე . დღეს მანან სურმანიძის ნამუშევრების ფასი $3000 იწყება და რამდენიმე მათგანი უკვე ამერიკელი კოლექციონერი სახლშია განთავსებული . ამერიკელი მხატვრების შეფასებით, ის რასაც მანანა ხატავს იშვიათობაა, რომელიც აღარ განემორდება . “მისი ნახატები იდუმალი და მიუწვდომელია . ის რასაც მის ტილოებზე ხედავ ფიქრებში გითრევს და ბევრ რამეზე იწყებ ფიქრს არა მხოლოდ იმ მომენტში, მერეც მიგყვება - სწორედ ესაა ყველაზე საინტერესო . ერთ დღეს მისი ნახატების ფასი ასეულობით ათას დოლარს გაცდება”- აცხადებს ამერილი მხატვარი ითან ვუდრიგი. მანანა სურმანიძე კიდევ ერთ ახალ გამოფენას და პერფორმასს აანონსებს , რომელიც ქალთა უფლებებს შეეხება 

იხილეთ ვიდეო

მეტის ნახვა