ახალი ამბები • 1756410394
დაკავებულთა შორის არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგვალაძე, ლაშა ბერიძე, რუსლან შამახია...

სს
“შეიძლება ნაკლებად კრეატიულები ვიყავით, შეიძლება ნაკლებად ორგანიზებულები, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, რომ დიქტატურაში პროცესების დონორს ვერ იპოვით. თუ თქვენთან დონორი მოვიდა, იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გაყიდოთ სამშობლო, სხვანაირად რესურსს არავინ დადებს, რომ უკეთ დაორგანიზდეთ. ეს არის რჩევები მათთვის, ვინც გააგრძელებს ბრძოლას. ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ეძებეთ თქვენნაირი გულანთებული ხალხი, ენდეთ მათ, ვის მიმართაც შინაგანი გრძნობა გაქვთ, რომ უნდა ენდოთ, არ დანებდეთ, იბრძოლეთ!
ჩემს პასუხისმგებლობას არავის გადავაკისრებ, ჩემი პირადი ჯანყი იყო, არ ვნანობ”, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ ჟურნალისტებთან საუბარში, დაკავებამდე.
რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს:
შს მინისტრის მოადგილის თქმით, მათ "ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა".
დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე,
სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდ-ის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რუსლან შამახია დაკავებულია, - ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან
საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დაადასტურა.
მისივე თქმით, გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

1756113571