7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღეს

პროკურატურა

პროკურატურა აცხადებს, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე დააყადაღეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები.

დაყადაღებულია „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის", ISFED-ის, IDFI-ის, GDI-ის, „დემოკრატიის მცველების", „საფარის" და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ანგარიშები.

პროკურატურა აცხადებს, რომ დაყადაღება მოხდა იმ სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, რომლებიც მათ ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე დაიწყეს და რომელიც „საბოტაჟს ეხება".

უწყების თანახმად, ამ ორგანიზაციების დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ მათი „მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის - სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს".

მეტის ნახვა