ბათუმში ჩაუბარებელ კორპუსებში მცხოვრები ადამიანები

korpesi

ფოტოებზე ასახულია კონკრეტული კორპუსი, მდებარე ქ. ბათუმში, აკაკი წერეთლის №8-ში, სავაჭრო ცენტრ „პლაზას“ მოპირდაპირედ.“ ეს პრობლემა არ ეხება მხოლოდ ერთ კორპუსს — ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც ეხება ასობით ოჯახს ქალაქში. დაუმთავრებელი და ექსპლუატაციაში არ მიღებული კორპუსები ნიშნავს: ავარიულ ელექტრო სისტემებს დატბორვას და ნესტს გაუმართავ კომუნიკაციებს საცხოვრებლად უსაფრთხო პირობების არარსებობას და ამასთან ერთად: მოსახლეობა იძულებულია გადაიხადოს ელექტროენერგიისკომერციული ტარიფი,რაც ბევრად აღემატება საცხოვრებელ ტარიფს. ამას ემატება ახალი ტარიფების ზრდა, რომელიც 2026 წლის 30 მარტს დაადგინა სემეკი-მა: 0–101 კვტ/სთ: 14.7 → 19.7 თეთრი 101–301 კვტ/სთ: 18.7 → 23.7 თეთრი 301+ კვტ/სთ: 23.2 → 28.2 თეთრი ანუ:ადამიანები, რომლებიც ისედაც ცხოვრობენ მძიმე პირობებში, იხდიან ყველაზე ძვირ ელექტროენერგიას! ეს ეხება ბათუმში არსებულ არაერთ კორპუსს, რომელიც: არ არის ჩაბარებული არ აკმაყოფილებს სტანდარტებს და მაინც მასში ადამიანები ცხოვრობენ ხშირ შემთხვევაში სამშენებლო კომპანიები/ინვესტორები არ იღებენ პასუხისმგებლობას, ხოლო შესაბამისი უწყებები არ ახდენენ სათანადო და დროულ რეაგირებას. ეს არის სოციალური და სამართლებრივი პრობლემა!      

მეტის ნახვა