ბათუმში ავარიის შედეგად დაიღუპა ახალგაზრდა ქალი

avaria

tv25

ბათუმში ავარიის შედეგად დაიღუპა ახალგაზრდა ქალი, რომელიც გზაზე ფეხით გადაადგილდებოდა.

გარდაცვილი ქალი თურქეთის მოქალაქე იყო.

აღნიშნული ფაქტი ჟიული შარტავას ქუჩაზე მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტის ნახვა