12, დეკემბერი 2018 17:02:00
ბათუმელი სტუდენტები წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს სტუმრობდნენ. ახალგაზრდებმა სათნოების ბენეფიციარებს ტკბილეული მიუტანეს და მათი ისტორიებით დაინტერესდნენ. ხანდაზმულებმა ახალგაზრდებს რჩევები მისცეს. აქტივობა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა პროექტის ,,სიბერე ჩვენი მომავალია“ ფარგლებში გამართეს.