ოთხშაბათი 21, აგვისტო 2019

ბატი ვასკა - 25 წლის შინაური ფრინველი ბათუმიდან

04, თებერვალი 2019 20:02:00

ახლა კი  უნდა მოგიყვეთ ბატ  "ვასკა" - ზე, რომელსაც  ე.წ   ბონის დასახლებაში   25  წელია ზრდიან და ოჯახის სრულფასოვან  წევრად   აღიქვამენ. შინაური ფრინველის და ადამიანების  მჭიდრო მეგობრობა,  სიყვარული და პოზიციტივი-  მაცნეს ობიექტივში 


შინაური ბატი ასე მხოლოდ ოჯახის წევრების ძახილზე რეაგირებს. განსაკუთრებით კი  ქალზე, რომელიც  25 წელია ზრდის. გულნარა მგელაძე თვლის, რომ „ვასიას“ ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდის მნიშვნელოვანი დრო დაუთმო. მჭიდრო და შეხმატკბილებული თანაცხოვრების ისტორია 1993 წლის ზაფხულში დაიწყო: 

 „ვასია“ მამალია. ბატზე სახელის შერჩევის პასუხისმგებლობა მისი   დაფრთიანებიდან რამდენიმე დღეში გულნარას მეუღლემ აიღო. პროფესიით მეზღვაური საყვარელ შინაურ ფრინველთან კომუნიკაციას სიშორის მიუხედავად სოციალური ქსელებით ინარჩუნებს. 

 „ვასია“ 4 წევრიან ოჯახში მეხუთე წევრადაა მიჩნეული. შინაურ ფრინველს ოსანაძეები დღემდე განსაკუთრებული სიყვარულით ზრდიან. ამბობენ, რომ ბატი ოჯახს ოთხფეხა ცხოველივით იცავს. მას უცხო ფეხის ხმა არც დღისით და არც ღამით ეპარება. 

ოსანაძეების და ბატის მეგობრობის ყოველღიურობის თვითმხილველები მეზობლები არიან. ოჯახის მეგობართან მათაც განსაკუთღებული ურთიერთობა აქვთ.

ინტერნეტში მოპოვებული წყაროების თანახმად, ბატი იხვისებრთა ოჯახის ფრინველია, რომელიც 80 წელს ცოცხლობს და დააახლოებით  6 კილოგრამს  იწონის. „ვასიაც“  წონაც 6 კილოგრამია. მეპატრონე  იმედოვნებს, რომ 25 წლის წინ დაწყებული  მეგობრობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. 


დღის ამბები