სამშაბათი 20, აგვისტო 2019

ოცნების ქალაქის პროექტზე ამხანაგობა „ინჟარქიტექტი“ იმუშავებს

17, აპრილი 2019 20:03:00

რამდენიმე თვის წინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ოცნების ქალაქში მცხოვრებლებისთვის კორპუსების მშენებლობა   დააანონსა. პროექტი შედგენილია, თუმცა ამ დრომდე ვერ შეჯერდნენ კრიტერიუმებზე, რომლითაც   ე.წ  მუყაოს ქალაქელები დაკმაყოფილდებიან.  

ამ ტერიტორიაზე 11 სართულიანი 4 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა გეგმისმ მიხედვით, სექტემბერში დაიწყება. საპროექტო სამუშაოებზე „ინჟ არქიტექტი“ იმუშავებს. კომპანიის არქიტექტორის ინფორმაციით, კორპუსი სავარაუდოდ, 2 ოთახიანი ბინებით დაკომპლექტდება. 

ხელშეკრულების თანახმად, კომპანია სამუშაოებს სამ ეტაპად განხორციელებს, საბოლოო პროექტი, რომელსაც ექსპერტები შეაფასებენ მზად 24 ივნისს იქნება. 

კომისია, რომელიც ოცნების ქალაქში მცხოვრებთა მონაცემებს ამუშავებს რეგისტრაცია ამ დრომდე გრძელდება. ერთიან ბაზაში უკვე 1 300-მდე  ოჯახის ინფორმაციაა ასახული. დასახლებაში კი 1 727  საცხოვრებელი ფიქსირდება. უცნობია, ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მათი ბინით უზრუნველყოფაა დაგეგმილი.

რეგისტაცია გაიარა დღეს კიდევ ერთმა ოჯხამა.  ირაკლი მახარაძე დასახლებაში  2012 წლიდან ცხოვრობს. ამბობს, რომ მის ოჯახს მანამდე სოფელში ცუდი ცხოვრების პირობები ჰქონდა.

მარინა ბერიძე, რომელიც ოცნების ქალაქში მცხოვრებლების ინტერესებს იცავს - მიაჩნია, რომ პროექტი მრალფუნქციური უნდა იყოს. მათი საცხოვრისით  დაკმაყოფილება კი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით უნდა მოხდეს:

ოცნების ქალაქში, რომ საცხოვრებელი კორპუსები აშენდება - ამის შესახებ, 6 თებერვალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.  ვინ ააგებს  9 327 კვ მეტრ ფართობზე საცხოვრებელს ამ ეტაპზე უცნობია, მშენებელი კომპანია ტენდერის წესით უნდა შეარჩიონ.


დღის ამბები