06, მაისი 2019 17:10:00
,,ევროპული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის წევრები რევოლუციის 15 წლისთავს აქციით უერთდებიან. ოპოზიციური პარტიის წევრები დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და განვლილი მოვლენები გაიხსენეს. პარტიის რეგიონული ლიდერი მიიჩნევს, რომ რევოლუციის შემდეგ ქვეყანა სწორად ვითარდებოდა. ცენტრალურ და ავტონომიურ ხელისუფლებებს შორის დაპირისპირება 6 მაისს, აჭარაში მმართველობის შეცვლით დასრულდა. რეგიონის ლიდერი ბათუმიდან მოსკოვში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, იგორ ივანოვმა წაიყვანა.