კვირა 18, აგვისტო 2019

ახალი მტკიცებულებები სექსუალური შევიწროების საქმეში

24, მაისი 2019 21:03:00

სელფების სკანდალში ახალი გარემოებები იკვეთება. დღეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამართულ  სხდომაზე თავად მბრალდმდებელს და სტუდენტებს მოუსმინეს. გამოიკვეთა, რომ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული  ლექტორი  შეტყობინებებს  კიდევ რამდენიმე  ახალგაზრდას გასულ წელსაც  უგზავნიდა.  ომარ მახარაძე ჩვენს სატელოფონო ზარებს მთელი დღის განმავლობაში არ პასუხობდა.

ე.წ სქრინები ტექსტით: „რა მაგარი გოგო ხარ“, „რა კარგი ფოტო გიდევს“ - სტუდენტებმა დღეს სექსუალური შევიწროების ფაქტის შესასწავლად შემქნილი კომისიის განახლებულ სხდომაზე   წარადგინეს.  დამატებითი მტკიცებულებები  7 წევრიანმა შემადგენლობამ განიხილა. ახალგაზრდებმა ჩვენთან სატელევიზიო კომენტარისგან თავი შეიკავეს, თუმცა მსგავსი მიმოწერა  ომარ მახარაძეს   1 წლის წინაც  სხვებთანაც ჰქონდა.  

დისციპლინარული კომისიის პირველი სხდომა დღეს დილით, გაიმართა . შეხვედრა მედიისთვის დახურულ კარს მიღმა გაიმართა. მასზე დასწრების შესაძლებლობა არც მესამე სექტორის წარმომადგენლებს მიეცათ.  ორი საათის განმაცლობაში კომუნიციკაცია მბრაკდებელ სტუდენტსა და კომისიის სხვა წევრებს შორის მიმდინარეობდა. 

კომისიის სხდომის დახურვა, სტუდენტის მოთხოვნით,  დღეს დილით,  გადაწყდა.  19 წლის გოგომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მხრიდან დაცვის შეთავაზებაზე  უარი თქვა და კერძო ადვოკატი აიყვანა.  მესამე სექტორის წარმომადგენლის  განცხადებით, შესასწავლია, რატომ შეცვალა სტუდენტმა პოზიცია სხდომის საჯაროობასთან დაკავშირებით.  მესამე სექტორი მხილებული ლექტორის პოზიციასაც საეჭვოდ მიიჩნევს. 

სტუდენტის გადაწყვეტილებას მისი უფლებადამცველი ბულინგის თავიდან აცილების მიზეზით ხსნის.  ზაზა პაპიძის თქმიტ, სწორედ ამიტომ განაცხადა კატეგორიული უარი 19 წლის გოგომ  სხდომის დეტალების გასაჯაროებაზე 
სხდომას ბრაკლდების ადრესატი არ ესწრებოდა.  ომარ მახარაძე მივლინებით უკრაინაში იმყოფება. როგორც მან გუშინ ჩვენტან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, გამოძიებასთან საქრატელოში დაბრუნების შემდეგ ითანამშრომლებს. პროკურატურამ პროკურატურამ საქმეს მუხლი შეუცვალა . გამოძიება „იძულების“ მუხლით იყო დაწყებული ,  ამჯერად კი 139-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას“ გულისხმობს.