02, სექტემბერი 2019 22:00:00
საეჭვო გარემოებები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. ორგანიზაცია მოქალაქეების ინფორმირებულობის მიზნით რეკლამაზე საკმაოდ სოლიდურ თანხას ხარჯავს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ვიდეო რგოლი ტვ ბათუმზე განთავსდება. გარემოება, რაზეც თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ ისაა, რომ არხზე წვდომა ფართო აუდიტორიას არ აქვს, რადგან საკაბელო ქსელით მაუწყებლობს. რატომ უვლის გვერდს ცენტრი მაღალრეიტინგულ ტელევიზიებს? ჩემი კოლეგა არკვევდა პასუხს კითხვაზე და ვნახოთ სიუჟეტი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც დაავადებათა პრევენციის მიზნით, სატელევიზიო ეთერით, მოსახლეობის ინფორმირებულობას ემსახურება.
სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ რეკლამა სავარაუდოდ „ბათუმი TV“-ის ეთერში განთავსდება. აღნიშნული ტელეკომპანია მხოლოდ საკაბელო ქსელის მეშვეობით მაუწყებლობს და მისი დაფარვის არეალი მწირია. აუდიტორიის მასშტაბიც უცნობია, რადგან არცერთი მთვლელი კომპანიები ორგანიზაციის ტეიტინგს არ იკვლევს. მიუხედავად ამისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში კი გვიმტკიცებენ, რომ რეკლამის განთავსებითვის რეიტინგულ მაუწყებელს ირჩევენ.
კონტრაქტორი კომპანია, რომელთანაც წინა წელს დაავადებათა კომტროლის ცენტრი თანამშრომლობდა, „რეგიონ მედია მარკეტია“. აღნიშნულ კომპანიაში გვითხრეს, რომ მაუწყებელს ბიუჯეტიდან გამომდინარე არჩევენ და რეიტინგის ნაცვლად, ინტუიციას ეყრდნობიან. ლევან ალექსიშვილის თქმით, გამოყოფილი საერთო თანხიდან ბიუჯეტს, პარტნიორი კომპანია განსაზღვრავს და თავად ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციას წარმოადგენენ. ვინ არის პარტნიორი კომპანია და რა კრიტერიუმით ირჩევენ არხებს ალექსიშვილი არ აკონკრეტებს.
მაუწყებელთა ალიანსში მიაჩნიათ, რომ ტენდერის მიმდინარეობაში, დამკვეთის მხრიდან მთელი რიგი შეცდომებია დაშვებული. ნათია კუპრაშვილის თქმით, თანხების არასწორ ხარჯვასთან დაკავშირებით, ეჭვები ჩნდება. ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ თუკი დამკვეთის ინტერესი მოსახლეობის ინფორმირებულობაა, მსგავსი სახის ქმედებები იმ შედეგს არ გამოიღებს, რაზეც კამპანიაა გათვლილი.
„TV 25“-ის დირექტორის შეფასებით, საეჭვოა ის ფაქტი, თუ რა კრიტერიუმით შეირჩა რეგიონის მასშტაბით კონკრეტული მაუწყებელი, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საინფორმაციო რეკლამა უნდა განთავსდეს. მურთაზ ფრანგულაშვილის თქმით, თუკი ცენტრი მოსახლეობის ინფორმირებულობას ისახავს მიზნად, გაუგებარია რატომ არ არის ჩამონათვალში „TV25“, რომელიც წლების განმავლობაში, რეგიონულ მაუწყებელთა შორის ლიდერია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წერილობით განმარტებაში, ვკითხულობთ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა ტელევიზიის რეიტინგულობაა. მათი მტკიცებით, მაუწყებლების სია სავარაუდოა და ჩამონათვალში, წინა წელს კონტრაქტორი კომპანიის, მიერ შეთავაზებული არხები აისახა. თუკი ცენტრის მიზანი მოსახლეობის ინფორმირებულობაა, რატომ არ ირჩევენ რეიტინგულ და ყურებად მაუწყებლებს? დაავადებათა კონტროლის ცენტრში ჩვენს სატელეფონო ზარებს მოგვიანებით საერთოდ აღარ უპასუხეს.