16, სექტემბერი 2019 20:59:00
რეგიონის მასშტაბით, 229 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო. დღეიდან, სასწავლო პროცესს აჭარაში 58 ათასამდე მოსწავლე შეუდგა, მათ შორის 6 ათასამდე პირველკლასელია. სკოლები ახალ სასწავლო წელს სიახლეებით შეხვდნენ. პირველკლასელებმა ნეთბუქების გარდა, იაკობ გოგებაშვილის დედა ენაც მიიღეს. სიახლეა მე -7 კლასის მოსწვალეებისთვისაც. ეროვნულ სასწვალო გეგმაში ახალი საგანი „მოქალაქეობა“ შემოდის. აჭარაში 229 საჯარო სკოლიდან სწავლა მხოლოდ ერთში, სოფელ ხალას საჯარო სკოლაში, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გადაიდო.