19, აპრილი 2017 20:01:00
ბათუმში მუსიკალური ფესტივალი ,,European Spring Sound 2017“ იწყება. ფესტივალის ფარგლებში კონცერტები 5 დღეს გაგრძელდება. 21 აპრილს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ქართული ფოლკლორი იქნება წარმოდგენილი, 22 აპრილს უკრაინული ეთნოპოპი, 23 აპრილი კი როკს მიეძღვნება, სცენაზე Tim Ripper Owens და Doogie White წარსდგებიან, მომდევნო დღეს წარმოდგენილი იქნებიან უნგრეთის სახელმწიფო თეატრის სოლისტები და სიმფონიური ორკესტრი , ბუდაპეშტის ცეკვის აკადემიის კორდებალეტი. ფესტივალს 25 აპრილს შოტლანდიური ჯგუფი NAZARETH დაასრულებს. ფესტივალი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით და აჭარის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.