26, აპრილი 2017 14:00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. ინცინდენტი გუშინ, გვიან საღამოს ფარნავაზ მეფისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში მოხდა. სწრაფად მიმავალი BMW-ს მარკის ჯიპი გაჩრებულ ავტობილს შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, მძღოლი სწრაფად მოძრაობდა, ამიტომ ინერციით შეჯახების შედეგად ჯამში პარკინგზე მდგომი 6 ავტომანქანა დაზიანდა. დაზიანდა ბოძკინტები და ქუჩის განათება. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს ცნობით, საქმეზე მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალწარმოება აქტი შედგება.