29, ოქტომბერი 2019 20:45:00
საპროტესტო აქცია ქობულეთში. ქუჩაში მძღოლები გამოვიდნენ. თვითდასაქმებულები დღეს „ფინკა ბანკის“ წინ შეიკრიბნენ. მათ იმ სესხის გადავადება მოითხოვეს, რომელიც აღნიშნულ ბანკში აქვთ და რის გამოც ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაუყადაღეს. რა თქვეს საფინანანსო ორგანიზაციაში? ხატია გოგრაჭაძე გიამბობთ
ჯიმშერ ბერიძემ, ოჯახში შემოსავლის გაჩენის მიზნით, მიკრო ავტობუსი ბანკიდან აღებული სესხით შეიძინა. როგორც თავად ამბობს, საბანკო დავალანებას რეგულარულად იხდიდა, სანამ ავტო ავარია არ შეემთხვა. იმის გამო, რომ დაზიანებული ავტომობილით სამარშრუტო ხაზზე მუშაობას ვეღარ ახერხებდა, სესხს ვეღარ იხდიდა და თვეების განმავლობაში დაგროვებულ თანხას დავალანებაც დაემატა.
ჯიმშერ ბერიძე საკუთარზე მეტად, იმ სამი მძღოლის ოჯახის ბედზე წუხს, რომლებიც სესხის აღებისას თავდებში დაუდგნენ. თავდებ პირებს ბანკმა ის მიკრო ავტობუსები დაუყადაღა, რომლებიც მსესხებლის მსგავსად, მათთვის, შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს.
აქციაზე მყოფი უფლებადამცველის, თქმით, მსგავსი პრობლემები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა. თამაზ ბაკურიძის შეფასებით, საფინანსო ორგანიზაციებმა, სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მომხმარებელთა ინტერსები უნდა გაითვალისწინონ.
საპროტესტო აქციაზე ოპოზიციაც იმყოფებოდა. „პატრიოტთა ალიანსში“ საფინანსო პოლიტიკის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობენ.
„ფინკა ბანკი“ ორმხრივი მოლაპარაკების გზით, პრობლემის მოგვარების მზაობას გამოთქვამს. აქ, აღნიშნული სესხის გადახდის გრაფიკის თავიდან განხილვაზეც საუბრობენ.
მძღოლების თქმით, მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო სწორედ სამარშრუტო ხაზებით ნაშოვნი თანხაა. ინტერესების არ გათვალისწინების შემთხვევაში, ისინი უფრო მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.