30, ოქტომბერი 2019 16:55:00
ბათუმის მერიაში ახალი აიპი შეიქმნა. ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ ჩამოყალიბებებას საკრებულომ მხარი დაუჭირა. ახალი რგოლი ყველა სა-ზედამხედველო უწყებას გააერთიანებს. მერიაში ირწმუნებიან, რომ შედეგად, ქალაქში არსებული პრობლემები აღმოიფხვრება. სიახლეში რისკებს ხედავს ოპოზიცია, ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ახალი ორგანიზაციის შექმნა მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება და იგი მმართველი გუნდის აქტივისტებით დაკომპლექტდება. აიპი 2020 წელს დაიწყებს ფუნქციონირებას, თუმცა რა თანხა დასჭირდება მის შენახვას, ზუსტი ბიუჯეტი ამ დრომდე უცნობია.