27, ივნისი 2017 20:06:00
რუსუდან ჭიჭინაძის საკარმიდამო ნაკვეთს, რომლის დაკანონებასაც მოქალაქე ითხოვს, ბათუმის მიწის აღიარების კომისია ადგილზე დაათვალიერებს და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას დაურეგისტრირებს თუ არა ჭიჭინაძეებს მიწას. მიწის აღიარების კომისიამ რუსუდან ჭიჭინაძის განცხადებაზე, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 7 თვის შემდეგ იმსჯელა. აღსანიშნავია რომ ათწლიანი დავის შემდეგ კომისიამ მოქალაქის საკითხი დღეს მეორედ განიხილა, მას შემდეგ რაც გუშინ ტელეეთერების საშუალებით საკითხზე მომზადებული სიუჟეტები გავიდა.