29, ივნისი 2017 20:04:00
ქალაქგანვითარების სოციალური ტვირთი: პოლიტიკური და იდეოლოგიური განვითარება - საკითხზე მესამე სექტორისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა იმსჯელეს. შეხვედრაზე განიხილეს თუ რა გავლენას ახდენს სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები ქალაქის ურბანულ დაგეგმარებაზე. ნათია აფხაზავას განმარტებით, ბათუმის იერსახეს საინვესტიციო ღირებულებები აყალიბებს და არა სოციალური ფონი, ამიტომაც დისკუსიის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ქალაქის იერსახის ჩამოყალიბებაში მოსახლეობის ჩართულობა აუცილებელია. შეხვედრა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით გაიმართა.