05, ივლისი 2017 20:03:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას მიმართავს. უწყება ადგილობრივებსა და ტურისტებს მოუწოდებს, საშტორმო მდგომარეობის გამო არ შევიდნენ ზღვაში. საშტორმო სიტუაციის გამოცხადების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ჰიდროლოგიური სადგურიდან საშტორმო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობის შესახებ ცნობა გუშინ 3 საათზე მიიღო. საგანგებო მდგომარეობა სავარაუდოდ, ზეგ გაუქმდება, შესაბამისად სანაპიროზე თეთრი ალმები აღიმართება. მამუკა თურმანიძის განცხადებით, დღეს მაშველებმა 14 ადამიანის გადაარჩინეს. სარფიდან ჩოლოქამდე სანაპირო ზოლზე სულ 135 მაშველია მობილიზებული.