25, იანვარი 2017 08:29:00
ტურიზმის განვითარების სკოლა და სახელმძღვანელო გიდებისთვის - ამ და არამარტო ამ პროექტების განხორციელებას გეგმავს წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტებისთვის დეპარატმენტის ბიუჯეტიდან 48 000 ლარია გათვალისწინებული. სიახლეებთან ერთად კვლავ გაგრძელდება პროექტები "რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ" და "მაგნოლია". ტურისტული პოტენციალის სერვისების განვითარებისთვის ჯამში 2017 წელს 69 000 ლარი დაიხარჯება. გასული წლისგან განსხვავებით, მიმდინარე წელს აღარ გაგრძელდება პროექტი "იდუმალი სტუმარი". სერვისების განვითარების განყოფილების უფროსის თქმით პროგრამა ორ წელზე იყო გათვლილი. სხვა რა სიახლეებს გეგმავს ტურიზმის დეპარტამენტი?- მაცნეს მომდევნო გამოშვებებში შემოგთავაზებთ.