27, იანვარი 2017 05:08:00
დღეს ნინოობაა- დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საღმრთო ლიტურგია ჩატარდა. საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებლის წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: პირველ ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27 იანვარს - გარდაცვალება.