01, სექტემბერი 2017 21:59:00
ბათუმობა 2017 ის სამზადისი სრულდება. ტრადიციულად სექტემბრის პირველ უქმეებზე დღესასწაულს ქალაქი მემედ აბაშიძის ქუჩაზე აღნიშნავს. ღონისძიებები დღის თორმეტ საათზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპუ გმირთა მემორიალის შემკობით დაიწყება. მთელი დღის განმავლობაში საბავშვო წარმოდგენები, გამოფენა-გაყიდვები, ფოტოსტენდები მოეწყობა. დაგეგმილია ენვერ ხაბაძის სახელობის ანსამბლ „ბათუმის“ ვარსკვლავის გახსნა. ბათუმობის პირველი დღე ევროპის მოედანზე ჯაზ ბიგ ბენდის კონცერტით დასრულდება. დღესასწაულის დასკვნითი ეტაპი კი 3 სექტემბერს 21 საათზე ბათუმელი და დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტი გაიმართება.