19, სექტემბერი 2017 14:07:00
აქცია იყო აჭარის მთავრობის სახლთანაც. აქ მონადირეები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. მოთხოვნა უცვლელია, ისინი ე.წ. გონიოს პოლიგინზე ნადირობის ნებართავს ითხოვენ, იმ დრომედე, ვიდრე ტერიტორიის განვითარება დაიწყება. აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ რამდენიმე კვირის წინ მთავრობის აპარატისგან მიიღეს დაპირება, აღნიშნულ ტერიტორიაზე ნადირობისთვის აღარ დაჯარიმდებოდნენ, თუმცა გარემოს დაცვის ინსპეცია მათ მაინც აჯარიმებთ, გუშინ კი ტერიტორიაზე სანადიროდ საერთოდ არ შეუშვეს. მათ დღეს საქართველოს პარლმანეტის ვიცე-სპიკერი, ილია ნაკაშიძე შეხვდა. თქვა, რომ შესაბამის ორგანოებთან საკითხს განიხილავს და ოპტიმალურ გამოსავალზე იმუშავებს. რატომ არ მოყვა შედეგი მთავრობის აპარატის პირობას არაერთი შეხვედრის შემდეგ, დღეს მთავრობაში არ უპასუხეს.