ოთხშაბათი 13, დეკემბერი 2017

ხელვაჩაურის მიწის აღიარების კომისიის 2008 წლის გადაწყვეტილება ბათილად გამოცხადდა

12, ოქტომბერი 2017 17:03:00

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს ნუგზარ ფაღავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.  2008 წელს  ჩამორთმეულ ათას  570 კვადრატულ მეტრ  მიწის ნაკვეთზე მოსამართლემ  ხელვაჩაურის საკრებულოს მიწის აღიარების კომისიის 2008  წლის გადაწყვეტილება ბათილად გამოაცხადა. მერიას კი საკითხის ხელახლა შესწავლა დაავალა.  საქმე ეხება ახალ ბულვარში არსებულ ორ ნაკვეთს,  რომელიც ნუგზარ ფაღავას ექსპროპრეაციის გზით იმ მიზეზით ჩამოერთვა, რომ ტერიტორიის ნაწილზე გზის გაყვანა იგეგმებოდა, მეორე ნახევარზე კი ტურისტული განვითარების ზონა უნდა მოწყობილიყო. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა დაიწყო. ნუგზარ ფაღავას ამჯერად სასამართლო დავა დარჩენილ 950 კვადრატულ მეტრზე  აქვს, რომელზეც ახალი გზის მშენებლობა იგეგმებოდა. მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის დავა 7 წელია გრძელდება. სხდომას არ ესწრებოდა მოპასუხე მხარე, მერიის მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისია.