21, ოქტომბერი 2017 12:02:00
"ევროპული საქართველოს ბათუმის მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი 56-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა. როგორც პეტრე ზამბახიძემ განაცხადა, ხმა ბათუმის განვითარებასა და პროფესიონალიზმს მისცა. მისივე განცხადებით, დღეს მოსახელეობამ უნდა გადაწყვიტოს ქალაქის ბედი. ბათუმის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ თანამოქალაქეების არჩევანს პატივს სცემს. ბათუმის 56-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 1406 ამომრჩევლი.