31, იანვარი 2017 05:22:00
თხილვანას საკითხი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, როგორც თავად ამბობს, პირად კონტროლზე აიყვანა. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ კონკრეტულ ინიციატივებზე მუშაობას ასრულებენ და განახლებულ ვარიანტებს მოსახლეობას რამდენიმე დღეში შესთავაზებენ. შეგახსენებთ, ხულოში, სოფელ თხილვანაში, მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებლებს მთავრობა გასახლების სამ ვარიანტს სთავაზობს - მიმდებარე სოფელში მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა, 25 000 ლარიანი სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა და არსებული სახლების სხვა მიწის ნაკვეთებზე გადატანა. ადგილობრივების ნაწილი მთავრობის შეთავზებას ამ დრომდე არ თანხმდება.