14, ნოემბერი 2017 14:11:00
უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომისიის სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დეპუტატებს 2018 წლის საფინანსო დოკუმენტის პრიორიტეტები გააცნო, რომელიც წინასწარი მონაცემებით 351 მლნ ლარს შეადგენს. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სამინისტროს მომავალი წლის მიმართულებებსა და პროგრამებს. ზაალ მიქელაძის განმარტებით, მომავალი წლისთვის უწყება დამატებით 10 - მდე ახალ პროგრამას განახორციელებს, რომლისთვისაც ჯამში 15 700 000 ლარს დახარჯავს. სხდომაზე კითხვები ჰქონდა ოპოზიციის წარმომადგენელს, გიორგი დიასამიძეს, რომელიც მაღალმთიან მუნიციპალიტეტბში სამედიცინო კადრების დეფიციტსა და მომავალი წლის ბიუჯეტში სოციალური პროგრამების განხორცილებას შეეხებოდა. როგორც მინისტრი განმარტავს, კადრების დეფიციტთან დაკავშირებით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს. შეხვედრაზე კომისიის წევრებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულებაც მოისმინეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის განცხადებით, შესრულების ნაწილში 90%-ზე მეტს შეადგენს.