11, დეკემბერი 2017 14:03:00
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური სერვისის ახალი პორტალი იქმნება. სიახლე საშუალებას იძლევა სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღონ საგანამანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე პროექტებზე, ტრენინგებზე, სემინარებზე, კონფერენციებსა და სხვადასხვა სახის აქტიობებზე. ასევე გაეცნონ სიახლეებს დასაქმების კუთხით. პორტალი მომავალი წლის იანვრიდან ამოქმედდება და მასში დარეგისტრირება ნებისმიერ სტუდენტს შეეძლება და იგი სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახურმა შექმნა. საერთო პორტალში დარეგისტრირების და გაწევრიანების მსურველებმა რეგისტრაცია portal.bsu.edu.ge-ზე უნდა გაირონ.