19, დეკემბერი 2017 14:06:00
მომდევნო პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანი საკითხები იყო დღევანდელი ბიუროს სხდომის მთავარი განსახილველი საკითხი. დეპუტატების გადაწყვეტილებით სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 21 დეკემბერს ჩაინიშნა. პლენარულ სხდომაზე დეპუტატები მომდევნო წლის ფინანსურ დოკუმენტზე იმსჯელებენ. ასევე, მესამე მოსმენით მიიღებენ რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომლებიც დეპუტატების არასაპატიო გაცდენებზე საჯარიმო სანქციების ამოქმედებას გულისხმობს. დღევანდელ ბიუროს სხდომაზე რეგლამენტში ტექნიკური სახის ცვლილებებზე იმსჯელეს. ეს ეხება შესვენების გამოცხადების ცალკეულ საკითხებს. ინიციატორი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო ჩხეტია და დავით ბაციკაძეა.