19, დეკემბერი 2017 17:04:00
ახალგაზრდული ფორუმი „ევროპული გამოცდილება ახალგაზრდების განვითარებისათვის“ სრულდება. სამი დღის განმავლობაში ქართველი და უცხოელი სტუდენტების სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობენ. ეს ეხება სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას და საგანმანათლებლო ინიციატივების განვითარებას. ფორუმში 50 ახალგაზრდა მონაწილეობს. შეხვედრაზე იტალიის, გერმანიის, პოლონეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, ბელორუსიის, უკრაინისა და ბრაზილიის წარმომადგნელები მონაწილეობენ. ფორუმი აჭარაში მეორედ გაიმართა. ღონისძიებას ორგანიზებას აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი უწევს.