09, იანვარი 2017 12:52:00
ბათუმის #1 სასპორტო სკოლასთან არსებული ტანვარჯიშისა და ჭიდაობის დარბაზების ნაცვლად სასტუმრო და სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრი გაშენდება. რაც შეეხება სასპორტო დარბაზებს, მშენებელი კომპანია სპორტსმენებს სავარჯიშოდ ალტერნატიულ ფართებს გამოუყოფს. დანგრეული სასპორტო ფლიგელების ნაცვლად კი ახალი სპორტული დარბაზი ყინულის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.
აღნიშნული ტერიტორიების გასხვისების საკითხს აპროტესტებენ, როგორც მწრვთნელები, ასევე სპორტსმენების მშობლები. მათთან დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, ასევე განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა საჯარო შეხვედრა გამართეს. რამაზ ბოლქვაძე ამტკიცებს, რომ სპორტსმენებს, სავარჯიშოდ დროებით, ალტერნატიული ფართები გამოეყოფათ, მათ შორის ერთ-ერთი ბონის სპორტული დარბაზია.
შეხვედრით უკმაყოფილო დარჩა მონაწილეების ნაწილი. მათი განცხადებით, შეთავაზებული ფართი სავარჯიშოდ საკმარისი არ არის.
ფაქტს აპროტესტებენ რიგითი ბათუმელებიც. მათი მტკიცებით, ტანვარჯიშის და ჭიდაობის დარბაზებთან დანგრევის საფრთხე ემუქრება სასპორტო სკოლის მთავარი შენობასაც. სამშენებლო კომპანია „მწვანე ხეივანის“ ხელმძღვანელის მტკიცებით, ტერიტორიაზე 30 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. როინ ბერიძე ამბობს, რომ სამინისტროსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
საპირისპიროს გვიმტკიცებს აჭარის ფინანსთა მინისტრი.
სპორტული დარბაზების პრივატიზაციას ეწინააღმდეგებიან საზოგადოება „ბათომის“ წევრები და სპორტსმენები. ისინი დღეს სპორტსკოლის წინ შეიკრიბნენ და სპორტული ფლიგელების შენარჩუნება მოითხოვეს, მანამ, ვიდრე ალტერნატიული სპორტული კომპლექსის მშენებლობა არ დასრულდება. მათი მტკიცებით არსებობს საფრთხე, რომ ბათუმი სასპორტო სკოლის გარეშე დარჩეს. შენობების შენარჩუნრბის მიზნით მათ ხელმოწერბის შეგროვება დაიწყეს. პეტიციას კი მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენენ.
შეკრებილებს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, მუხრან ვახტანგაძე შეხვდა. იგი პირობას დებს, რომ სპორტსმენებს ვარჯიშში ხელს არ შეეშლება.
ტერიტორიაზე 200 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.