29, დეკემბერი 2017 14:01:00
25-ე არხზე ახალი გადაცემა იწყება. „კარგები და კეთილები“ - ამ სახელწოდების იუმორისტული სერიალი საეთერო ბადეში დღეიდან ჩაეშვება. გადაღებები რამდენიმე კვირაა აქტიურად მიმდინარეობს. სერიალის რეჟისორი ირაკლი კიკვაძეა. მასში ჩვენი ეთერით მაყურებლებისთვის კარგად ნაცნობ მსახიობებთან ერთად, ახალი სახეებიც მონაწილეობენ. მათ შორის არიან ცნობილი სერიალის „ყავახანას“ დაუვიწყარი გმირები - იროდი, ზებური და დურსუნოვიჩი.