16, მარტი 2018 14:04:00
სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა იწყება. ღონისძიება 28 აპრილიდან 8 მაისი ჩათვლით გაიმართება. მიმდინარე წელს ოლიმპიადა ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე აჭარის 6-ვე მუნიციპალიტეტში ინდივიდუალურად გაიმართება. ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მეშვიდე წელია ატარებს. რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაში, რომელშიც ყოველწლიურად 2000-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობს, 100-ზე მეტი ქორეოგრაფიული და საგუნდო კოლექტივია წარმოდგენილი.