18, მაისი 2018 14:09:00
დღეს საჯარო სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა. დილიდან საგანმანათლებლო დაწესებულებებში საზეიმო განწყობაა. მოსწავლეები ერთმანეთს პერანგებზე სამახსოვრო ფრაზებს აწერენ. უამრავი კეთილი სურვილი და თვალცრემლიანი მასწავლებლები. ბოლო ზარი ერთდროულად სიხარულთან და ცრემლებთან არის დაკავშირებული. ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს და მასწავლებლებს და გული წყდებათ. ემზადებიან ბოლო წარმოდგენისთვის. დღეს რეგიონის 229 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი 4061- მოსწავლისთვის დაირეკა. თემაზე სიუჯეტს "მაცნეს" მთავარ გამოშვებაში შემოგთავაზებთ.