ორშაბათი 22, ოქტომბერი 2018

ენმ - ახალი სამინისტროების შექმნის წინააღმდეგ

13, ივნისი 2018 17:06:00

ოპოზიციის ვარაუდით, აჭარის მთავრობაში ახალი სამინისტრო იქმნება, რაც მათი აზრით საჭიროებას არ წარმოადგენს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის თქმით, კიდევ ერთი უწყების დამატებით ბიუჯეტი არამიზნობრივად დაიხარჯება. რევაზ ხარაზს ეჭვს უჩენს ის გარემოებაც, რომ შესაძლოა ახალი რგოლი ნათესავების დასაქმების წინაპირობა გახდეს. აჭარის მთავრობაში განმარტეს, რომ ახალი სამინისტროს შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. თუმცა ამ მიმართულებით შესაძლოა იმსჯელონ. ცნობისთვის, აჭარის მთავრობას ახალი სამინისტროების შექმნის უფლებამოსილებას, აჭარის კონსტიტუციის რედაქტირებული ვერსია აძლევს.


დღის ამბები